საფრანგეთში დღეს „დიდი შვიდეულის“ სამიტი იწყება

საფრანგეთი კურორტ ევიან-ლე-ბენში 15-17 ივნისს „დიდი შვიდეულის“ სამიტს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც მოსალოდნელია, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, -სა და ირანს შორის ჩარჩო შეთანხმებასაც განიხილავენ, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას ხელი პარასკევამდე არ მოეწერება, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები, სავარაუდოდ, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეთანხმების დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას სთხოვენ, განსაკუთრებული აქცენტი კი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე გაკეთდება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ლიდერები ახალი შეთანხმების ფარგლებში ლიბანის მხარდაჭერასაც განიხილავენ.

სამიტზე ევროკავშირს წარმოადგენენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი .

წლევანდელი სამიტის დღის წესრიგის განსახილველი საკითხები ასევე მოიცავს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთთან ომის ფონზე და ხელოვნური ინტელექტის საკითხს.