აი, ფაქტი: საქართველოს ნავთობის არითმეტიკა: რიცხვები, რომელიც კითხვებს ბადებს

ორი თვეა, “აი, ფაქტის” რედაქციაში ერთი კითხვა არ გვასვენებს: როგორ ახერხებს საქართველო, ადგილზე აწარმოოს და ექსპორტზე გაიტანოს იმაზე მეტი ნავთობპროდუქტი, ვიდრე ნედლეული აქვს? ეს ფაქტი ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება – გადამუშავებული ნავთობპროდუქტი ვერაფრით იქნება ნედლეულზე მეტი.

2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის აპრილის ჩათვლით საქართველოში, ოფიციალურად, შემოვიდა 525 160 ტონა ნედლი ნავთობი, 99% – რუსეთიდან. იმავე პერიოდში ექსპორტზე გაიგზავნა ადგილზე წარმოებული ან გადამუშავებული 604 932 ტონა ნავთობპროდუქტი.

ანუ, საქართველომ ექსპორტზე გაიტანა ქვეყანაში იმპორტირებულ ნედლ ნავთობზე 79 772 ტონით მეტი ნავთობპროდუქტი. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში წლიურად ნავთობის მოპოვება, საშუალოდ, 40 000 ტონაა. შესაბამისად, ნედლეულზე რამის დამატების საშუალება ადგილზე ნაკლებად იყო. მაშინ რა ხდება?

ამ სტატიაში ზუსტად ამ კითხვაზე პასუხის პოვნას ვეცდებით – გავაანალიზებთ ოფიციალურ, საქსტატის მონაცემებს და დავაკვირდებით საერთაშორისო ვაჭრობის ბაზებში მოცემულ რიცხვებს. ამ კითხვას დავუსვამთ მათაც, ვინც პასუხი ჩვენზე უკეთ უნდა იცოდეს.

საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტის მატება 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. თუმცა, მაშინ ოფიციალურად ვაცხადებდით, რომ ეს ძირითადად რეექსპორტი იყო – ანუ საქართველოში ტვირთი სხვა ქვენიდან შემოვიდა და მესამე ქვეყანაში გავიდა.

საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი

რეექსპორტის რაოდენობა 2025 წლის ნოემბრიდან მცირდება, თუ ოქტომბერში რეექსპორტით 19 097 ტონა ნავთობპროდუქტი გავიდა, ნოემებრში ეს რიცხვი 7 367 ტონა გახდა, დეკემბერში და შემდეგ თვეებში კი, საშუალოდ, 2 500 ტონამდე ჩამოვიდა.

2024-2025 წლის ნოემბრამდე რეექპორტის წლიური მაჩვენებლი მთლიან ექსპორტში, საშუალოდ, 66% იყო. 2025 წლის ნოემბრის შემდეგ კი 4% გახდა.

სამაგიეროდ, გაიზარდა ადგილობრივად წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსპორტი.

ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქტების ექსპორტი

ვრცლად