“მაგრამ იქამდე რამდენიმე ციტატა:
,,სკოლაში ჩაფსმული მივა იმენა დღეს..”
,,კანკალებდა, ბოდიშებს უხდიდა. იმან უთხრა, დაჯექი მანქანაში, დედა უდნა მოგი**აო.”
,,მაგარი კი აგინა ანზორამ, დედის მუ***ი აგინა, დედაშენისას გაჭმევო”
ეს ბერა ივანიშვილის ფრაზებია.
2016 წელს ბერა ინტერნეტში დააბულინგეს. რამდენიმე დღეში, ბერასვე დავალებით, ანზორ ჩუბინიძე სხვა კუნთმაგარ კაცებთან ერთად 15-16 წლის ბიჭებს სახლებში დაადგა, დააშინა, მეზობლების თვალწინ აგინა და ბოდიშები ახდევინა ბერასთვის, ფეისბუქზე დაწერილი გინებების გამო.
ეს ამბავი ბერამ TV იმედზე ერთი ინტერვიუთი ჩამოირეცხა, სადაც თქვა, რომ “თავისი დედიკოს შეურაცხყოფას არავის აპატიებს.”
გადის ათი წელი. ამ ბერა ივანიშვილის უახლოეს წრეს, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს ბიუჯეტიდან, თბილისში ჩამოჰყავს მსოფლიო დონის ვარსკვლავი კანიე ვესტი.
70.000 ბილეთი 1 საათში იყიდება.
ინსტაგრამის სთორებში კანიე ვესტის და მისი პარტნიორის ფოტოები ტრიალებს.
დღეს მანქანაში გოგო Heartless-ს ხმამაღლა უსმენდა.
იგრძნობა მოლოდინი მთელ ქალაქში.
წეღან ვუსმენდი ბერას და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერებს კიდევ ერთხელ და იქ ბერას მონაყოლში ვინმე ამიკო ფიგურირებს, რომელიც თურმე ანზორ ჩუბინიძეს ახლდა ამ რეიდებზე. ამ ამიკომ მოუყვა ირაკლი ღარიბაშვილს: “ერთ ბავშვს უთხრა ანზორამ, წაგიყვანენ და დაგმარხავენ და ვერავინ ვერაფერს გაიგებს შენზეო.”
ახლა შევდივარ Starring Georgia-ს სტაფის ფეიჯზე და იქ ვკითხულობ: Amiko Janelidze
President & Chairman of the Board (ამიკო ჯანელიძე, ბორდის პრეზიდენტი). მე არ ვიცი რამდენი ამიკო ჰყავს ბერას ძმაკაცად, მაგრამ… ყველასთვის ხომ ყველაფერი ცნობილია?
ბევრი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი მიდის დღეს ამ კონცერტზე. და ასეთი დღეები ყოველთვის მძიმედ გადამაქვს. როცა ამხელა უფსკრული ჩნდება ჩვენს შორის. გული მძიმდება. საქმეზე ვერ ვკონცენტრირდები. ვიყურები სივრცეში ჩუმად.
გაჩუმდი ონისე.
არ ღირს ამის გამო საყვარელი ადამიანების წყენინება.
ის, ეს. ათასი დიალოგი მაქვს ჩემს თავთან დილიდან.
მაგრამ ვერ ამოვივსებ პირს მიწით, როცა თინეიჯერების დამტერორებელს ამხელა ლეგიტიმაციას აძლევთ, პარალელურად კი გული შეგტკივათ რომ 10 წლის გოგოს პირდაპირ ეთერში ყურადღება არ მიაქციეს გული რო წაუვიდა.
,,მე ხომ უბრალოდ კონცერტზე მივდივარ.”
არაფერი ხდება უბრალოდ.
ამ ქვეყნის დამარხვაში ყველას ჩვენ-ჩვენი ეპიზოდური როლი გვაქვს.
დღეს კი დიდი ,,მასოვკის” სცენა საფეხბურთო სტადიონზე თამაშდება.
aaand… ACTION!
“




