საქართველოში თხევადი გაზის, იგივე LPG-ის მოხმარება და შესაბამისად, იმპორტი მზარდია.როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა განუცხადა, წლიურ ჭრილში LPG-ის იმპორტი, თითქმის, 17%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-მაისის თვეებში ქვეყანაში 47 ათას ტონაზე მეტი თხევადი გაზი შემოვიდა, მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებული LPG-ის რაოდენობა 40 ათას ტონას აღემატებოდა.„ამჟამად, საქართველოს LPG ძირითადად რუსეთიდან შემოაქვს. თუმცა, ვმუშაობთ ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე. კერძოდ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყაზახეთთან, საიდანაც უახლოეს პერიოდში დაიწყება LPG-ის იმპორტი“, – აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.მისივე განმარტებით, ყაზახეთიდან LPG-ის შემოტანა, სავარაუდოდ, ფასებზე დადებითად იმოქმედებს და მომხმარებლებისთვის პროდუქტს გააიაფებს.ცნობისთვის, ბოლო თვეებში, ქვეყანაში თხევადი გაზის – იგივე LPG-ის ღირებულება 1 ლიტრზე, საშუალოდ, 20-25 თეთრით არის გაზრდილი. სექტორის წარმომადგენლები მიზეზად, თხევადი გაზის სადგურებისთვის, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოწერილ ჯარიმებს ასახელებენ.Bp.ge

