დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის, ალ კერნსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ალ კერნსის მიერ თანამდებობის დატოვება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ჯონ ჰილის გადადგომიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა.
მედიასთან საუბრის დროს კერნსმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის თავდაცვაზე ხარჯების გეგმა “საკმარისი არ არის” და ის “კმაყოფილი არ არის მასში ტრანსფორმაციის დონით”.
“იმის ფონზე, რომ “თავდაცვაში ინვესტირების გეგმაში” წვლილი არ მქონდა, ეს დისტანცია საშუალებას მაძლევს ცხადად ვთქვა, რომ ის საკმარისი არ არის საფრთხისთვის, რომლის წინაშეც ვდგავართ. ის არც საკმარისად ტრანფორმატიულია, და არც საკმარისად დაფინანსებული. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ვთხოვთ იმოქმედონ უფრო საშიშ სამყაროში იმ ბიუჯეტით, რომელიც უფრო მშვიდი სამყაროსთვისაა დაწერილი,” – წერს კერნსი თავის გადადგომის წერილში.



