ლიზა ბაგრატიონი: მე და ოპერატორები ყველანი გაოცებულები ვიყავით, ეგ როგორ მოხდა

“მე და ოპერატორები ყველანი გაოცებულები ვიყავით, ეგ როგორ მოხდა. ამდენი ბავშვი რომ იყო, ალბათ მაგიტომაც ვერ დავინახეთ. ალბათ სხვა მშობლებმაც ვერ დაინახეს, იმიტომ, რომ იქ პანიკა არ ყოფილა, არანაირი გართულება ეთერში არ ყოფილა. მერე უკვე ამ დანარჩენმა ბავშვებმა რომ თქვეს, იჯდა ეს გოგო წყნარად. მოვედით და მოვიკითხეთ როგორ ხარო და კარგად, კარგადო და ფოტოებიც გადავიღეთ მერე ერთად. ამიტომ ჩვენ არ მივაქციეთ ასე ყურადღება….
⭕️ის, რაც ამ წუთას ხდება, ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ არავის არ დაგვინახავს… როგორ შეიძლება ამდენი ადამიანი გულგრილი იყოს? კარგით, ერთი ვართ გულგრილი, ცუდი ადამიანი, ორი, სამი, ხუთი, ათი, ოცი? კარგით რა?! ოპერატორებიც ამბობდნენ, როგორ ვერ დავინახეთო, ბევრი ბავშვი იყო და ვერ მოხდა იმ წუთას დაფიქსირება ამ ბავშვის გადმოვარდნის”- ამბობს ლიზა ბაგრატიონი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ის საზმაუზე იმ გადაცემის წამყვანია, სადაც პირდაპირ ეთერში სიმღერისას ბავშვმა გონება დაკარგა, რეაგირება კი არავის ჰქონია
⭕️დღეს ნანა კუხალაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისი შვილიშვილი საზმაუს პირდაპირ ეთერში სიმღერის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და დაეცა, თუმცა ბავშვს რამდენიმე წუთის განმავლობაში ყურადღება არავინ მიაქცია. ბებიის ინფორმაციით, “ანკა ნორმალურად არის, დაცემისას თითები იტკინა”