აბსოლუტური ფიქცია, რომ ხმაური შეიქმნას – პაპუაშვილი წარმომადგენელთა პალატაში მიღებულ აქტზე

ივანიშვილის წარმომადგენელი, გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულ სამთავრობო TV იმედის ეთერში, 8 ივნისს -ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ “კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტზე” ამბობს, რომ  ფიქციაა, რომელიც “ხმაურის შექმნას” ემსაუხრება.
-ს წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში რუსულ-ჩინურ გავლენებზე აქტს მხარი დაუჭირა
“რა უნდა დავუშვათ, რომ ჯო უილსონმა კანონით უნდა დაავალოს ამერიკის სადაზვერვო სამსახურებს, დააკვირდით რას შვება , ჩინეთი თუ ირანი რეგიონში და საქართველოში?! ვინმეს ჰგონია, რომ ისე ამას არ აკეთებენ?! რას ემსახურება მაშინ ეს კანონები? უბრალოდ საინფორმაციო ხმაურს. თითქოს ახლა ჯო უილსონის დავალებას ელოდება , რომ რუსეთსა და ჩინეთზე იფიქროს და მათი გავლენები შეისწავლოს?! ეს არის აბსოლუტური ფიქცია იმისთვის, რომ ხმაური შეიქმნას, ვიღაცამ რაღაც თქვას”. – თქვა პაპუაშვილმა.
ჯო უილსონს საკუთარ ქვეყანაშიც არავინ აღიქვამს სერიოზულად –
8 ივნისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უილსონის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, სადაზვერვო და თავდაცვის მაღალჩინოსნებთან ერთად, აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში გასაიდუმლოებული ანგარიშის წარდგენას ავალებს, საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
უილსონი: ოცნების რეჟიმი, ხალხის საწინააღმდეგოდ, ქვეყანას ჩინეთზე, პუტინსა და ირანზე ყიდის