ირაკლი კირცხალია – ჯო უილსონისნაირ კომიკურ-ოდიოზურ ფიგურებს უბრალოდ ჩვენი მხრიდან არც შევაფასებ და არც მივიჩნევ ღირსად, რომ შეფასდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია “ღამის კურიერის” ეთერში გამოეხმაურა კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტს, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. კანონპროექტი სახელმწიფო დეპარტამენტს რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის გავლენების შესწავლას ავალდებულებს.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რეალურად რას უკავშირდება დასავლელი პარტნიორების შეშფოთება საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართ? – კირცხალია პასუხობს, რომ ჯო უილსონი კომიკურ-ოდიოზური პიროვნებაა და მის შეფასებას არ აპირებს.
მისივე თქმით, ქვეყანაში მყოფი აგენტურა საქართველოს ცრუ დასმენითაა დაკავებული.
“ისინი არიან მიჩვეული, რომ შენ ვერ ილაპარაკებ ჩინეთთან, შენ სანქცია უნდა დაუწესო რუსეთს და აშიმშილო შენი ქვეყანა, შენ ომში უნდა ჩაერთო, თორემ ჩვენ ჩინეთთანაც უნდა ჩავიდეთ და ჩვენი პროდუქცია გავყიდოთ და რუსეთთანაც უნდა ვივაჭროთ. მაგრამ, ნურას უკაცრავად, ეს პოლიტიკა… ჯო ვილსონმა ვის რა დაავალა… კიდევ ერთხელ ვამბობ, მისნაირ კომიკურ-ოდიოზურ ფიგურებს უბრალოდ ჩვენი მხრიდან არც შევაფასებ და არც მივიჩნევ ღირსად, რომ შეფასდეს. ქართული აგენტურა, რომელიც დარბის სხვა ქვეყანაში და ცრუ დასმენით არის თავისი ქვეყნის მიმართ დაკავებული და მისი მასპინძელი რომელ აბსურდს მოხლართავს თავის ჭკუაში, გადახდილი თანხის ზომიდან გამომდინარე, ნამდვილად არ არის ამაზე სერიოზული პოლიტიკური პასუხი გასაცემი”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც