: ამიერიდან უკვე ყველაფერი დროის საკითხია მხოლოდ…

ამიერიდან უკვე ყველაფერი დროის საკითხია მხოლოდ…
-სთან ისევე არ სურთ ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც ევროპასთან. დროის მოგებაც კი აღარ სურთ – ღია კონფრონტაციაზე მიდიან.
ჩინეთთან გამოგონილი ყოვლისმომცველი პარტნიორობა ისეთივე არალეგიტიმურია, როგორიც თავად ქართული ოცნება.
კონსტიტუციური პერსპექტივიდან რომ შევხედოთ
პირველი – ამის გაფორმების უფლებამოსილება პარლამენტის გვერდის ავლით მთავრობას არ აქვს.
ჯერ კიდევ სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შესახებ რამდენიმე წლის წინ პარლამენტისთვის არაფერი უკითხავთ, დარჩიაშვილმა (მაშინდელმა საგარეო მინისტრმაც კი) მგონი ჩემთან ერთად ტელევიზორიდან გაიგო ამის შესახებ. მაშინ ის ოპოზიციამ დაიბარა პარლამენტში, ჩემს არც ერთ კითხვაზე ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით მას პასუხი არ ჰქონდა. ახლა პარლამენტიც აღარ არსებობს, რა კონსტიტუციურ წესრიგზეა საუბარი.
მეორე – ეს შეთანხმება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს – ევროატლანტიკურ საგარეო ვექტორს.
მადლობა ირ. კობახიძეს – მისი ბოლო ორი დღის საჯარო განცხადებები საპატიო ადგილს დაიკავებს ბ.ივანიშვილის საბრალდებო დასკვნაში, როგორც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება – სახელმწიფოს მიტაცების, კონსტიტუციური გადატრიალების და სახელმწიფოს ღალატის საქმეში.
ამით ვერ “გამოძვრება” ოღონდ – ომიანობის დროსაც კი უკანონო ბრძანებების შესრულება ასევე დანაშაულია და არ წარმოადგენს პასუხისმგებლობიდან თავის არიდების საფუძველს. მითუმეტეს – ამ საქმეში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია: „ფედერალისტები“ და „ოპოზიციის ალიანსი“ აუცილებლად ვთვლით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ თუ რამხელა ნაღმს გვიდებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენივე ქვეყნის შიგნით, ირანის რეჟიმის ქსელის გავრცელებით (ვიდეო)

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა