[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად მოლდოვასთან 2:3 დამარცხდა.
მასპინძლები 70-ე წუთამდე 3:0-ს იგებდნენ, თან პენალტი ვერ გამოიყენეს (დინარის დარტყმული ბურთი ბერუაშვილმა მოიგერია), შემდეგ სამწუთიან მონაკვეთში ქართველმა ფეხბურთელებმა ორი გოლი გაიტანეს, თუმცა მეტი ვერ შეძლეს და ისევ წააგეს.
ნისპორენი. “ორაშენესკი”
მოლდოვა – საქართველო 3:2
გოლები: 1:0 ლუპანი (45+2), 2:0 ლუჩიტა (48), 3:0 რადუ (62), 3:1 კოხრეიძე (70), 3:2 გრიგალავა (73)
გამოუყენებელი პენალტი: დინარი (15, მოლდოვა)
საქართველო: ბერუაშვილი, ნარიმანიძე, ამისულაშვილი (გრიგალავა 60), ბუკია, ტაბატაძე (დეისაძე 46), ცეცხლაძე (პარკაძე 74), რობაქიძე (ლორთქიფანიძე 46), ჯაფარიძე (კოხრეიძე 60), დადიანი (გიუნაშვილი 89), ღურწკაია, ჩიქოვანი (ქვარცხავა 89)