ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის C ლიგის მეოთხე ჯგუფის ბოლო, მეოთხე მატჩში, საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 2:3 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ხუთივე გოლი მეტოქემ გაიტანა – ორი საკუთარ კარში.
ჩვენმა გუნდმა შესარჩევი ეტაპი უქულოდ დაასრულა.
თბილისი. „მიხეილ მესხი 2“
საქართველო – საბერძნეთი 2:3
გოლები: 0:1 ხალაცოიანი (3), 1:1 თეოდორაკი (6, საკ. კარში), 1:2 თეოდორაკი (23), 1:3 ბრუკშაირი (62), 2:3 ბრამე (63, საკ. კარში)
საქართველო: გაბუნია, ჩხარტიშვილი (კანკია 88), კვირკვაია, დანელია, კალანდაძე, მწყერაშვილი (კაპანაძე 88), სულაშვილი, ამბალია (ნარსია 46), მეტონიძე (პასიკაშვილი 76), ბებია (ბერიძე 76), ბუხრიკიძე