მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ამბობს, რომ სასტუმრო „რედისონში“ მომსახურების მიღებაზე უარი უთხრეს და გამოაგდეს

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ამბობს, რომ სასტუმრო „რედისონში“ მომსახურების მიღებაზე უარი უთხრეს და გამოაგდეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ფარტენაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით უკვე მიმართა სახალხო დამცველსა და პოლიციას – შესაძლო დისკრიმინაციის დადგენის ფაქტზე.
როგორც ფარტენაძე წერს, ფაქტს უკავშირებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ სასტუმროში მომხდარი შემთხვევის გასაგაროვებას.
„როცა 5 თვის წინ სასტუმრო რედისონში ადამიანები მოწამლეს აუზში ქიმიური შხამის გამო, მე ხმამაღლა ვთქვი სიმართლე – ზომიერების ფარგლებში, ისე, რომ არც კონკრეტული ლოკაცია მომინიშნავს. დღეს კი როცა კინწისკვრით გამომაგდეს, თითქოს „შეუფერებელი სტუმარი“ ვარ, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სიმართლე მათთვის მძიმეა“, – წერს კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში.
„აჭარა თაიმსი“ სასტუმრო „რედისონის“ წარმომადგენლებთან დაკავშირებას სატელეფონო ზარითა და შეტყობინების გზით ცდილობდა, თუმცა ამ ეტაპზე მათი კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა. სასტუმროს პოზიციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.