ფრანგულ foot01-ში ჟურნალისტი კორენტინ ფეისი წერს, რომ „რეალის“ პრეზიდენტად მერვედ არჩეულმა ფლორენტინო პერესმა, ჟოზე მოურინიოს მწვრთნელად დანიშვნის საკითხი მოაგვარა, დენზელ დუმფრისი და იბრაიმა კონატე თითქმის დაიმატა და ახლა დროა გულშემატკივრებს დაპირებული, ხმაურიანი 150-მილიონიანი ტრანსფერი შეუსრულოს. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
„რეალისთვის“ პრიორიტეტული შემტევი მაიკლ ოლისეა, მაგრამ „ბაიერნი“ მას კოლოსალური შეთავაზების შემთხვევაშიც არ შეელევა. TEAMtalk-მა დაადასტურა, რომ „სამეფო კლუბის“ ერთ-ერთი სამიზნე მართლაც პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაა. დიდ მატჩებში მუდამ ზეეფექტური 25 წლის ქართველი დაცვაში კარგი თამაშითაც ძალიან მოეწონა მოურინიოს და მან კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერის განხორციელების აუცილებლობა დაუდასტურა. თუმცა, ხვიჩას გაშვებას „პარი სენ ჟერმენი“ არ დათანხმდება.
კვრაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 140 მილიონია, სპორტულმა დირექტორმა ლუიშ კამპუშმა და მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იციან, რომ ის შეუცვლელია და მისი გაყიდვა შეუძლებელია. ერთადერთი, რამაც შეიძლება „კვარას“ „ბლანკოსში“ გადასვლაში ხელი შეუწყოს, ის ფაქტორი იქნება, თუ თავად გამოთქვამს წასვლის სურვილს და „რეალი“ წინადადებით მიმართავს, რაც ჯერ არ მომხდარა. პარიზელი გულშემატკივრები მოვლენათა განვითარებას ყურადღებით აკვირდებიან და თითებს იმ იმედით აჯვარედინებენ, რომ მათი ახალი ფავორიტი ფეხბურთელი „პარკ დე პრენსზე“ როგორც მინიმუმ ერთი წელი დარჩება“.