7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა

საქართველოს 7-ქალამ 2026 წლის რაგბი ევროპის ალაფას პირველი ეტაპი მეექვსე ადგილზე დაასრულა.
ხორვატიის ქალაქ მაკარსკაში, ჯგუფურ ეტაპზე სამი მოგების შემდეგ, გოგონები მეოთხედფინალში მოლდოვასთან დამარცხდნენ და დასკვნით დღეს მე-5 ადგილისთვის გააგრძელეს თამაში. ნახევარფინალში შვეიცარიის 22:5 ძლევის შემდეგ, ისინი მე-5 ადგილისთვის ნორვეგიას შეერკინენ და მიუხედავად იმისა, რომ გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ, საბოლოოდ 7:12 დამარცხდნენ.
ალაფის პირველი ეტაპის გამარჯვებული გახდა, რომელმაც ფინალში იტალიას 24:10 მოუგო.
მეორე ეტაპს 26-28 ივნისს მოლდოვას დედაქლაქი კიშინაუ უმასპინძლებს.
საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფას პირველ ეტაპზე მაკარსკაში (ხორვატია)
ნათია გავაშელიშვილი, სალომე მაკასარაშვილი, ნინო წიკლაური, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა კაპანაძე, ანა ხაბულიანი, სალომე ჩხაიძე, თეონა ჩიტაიშვილი, მანონი საღარაძე, ნინო მელუა, თამარ მანაგაძე, მარიამ ბერანძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე
Rugby.ge