გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივი სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივის გარდაცვალების ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. შესაბამის განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების განმარტებით, გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დღეს, სოფელ ატენში, გარდაცვლილი იპოვეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო.

გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დღეს, სოფელ ატენში, გარდაცვლილი იპოვეს. მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “