ლევან კორღალიძემ “დილა” დატოვა

ლევან კორღალიძემ, რომელიც “დილას” მწვრთნელად 14 მაისს დანიშნეს, გუნდი დატოვა, – ინფორმაციას კლუბის საიტი ავრცელებს.
“ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ, თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა. გუნდის ხელმძღვანელობამ მას ყველანაირი მხარდაჭერა შესთავაზა და დარჩენა სთხოვა, თუმცა ამ ეტაპზე ლევანმა საბოლოოდ წასვლა გადაწყვიტა.
მადლობას ვუხდით ლევან კორღალიძეს კლუბისთვის გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ”.