ოპოზიცია უსუსურ მდგომარეობაშია, დაქსაქსულები არიან. ისინი პირადსა და სახელმწიფოებრივს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა.
წულუკიანმა აღნიშნა, რომ პოზიციის მიზანია ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია.
„ქართულმა ოცნებამ“, რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პრემიერის და ბოლო წლებში ირაკლი კობახიძის ძალიან დიდი პრინციპულობითა და გაუტეხლობით მოახერხა ის, რომ ქვეყანა მაინც წინ მიდის, რაც არ უნდა არ მოსწონდეს ეს ვიღაცას.
ოპოზიციას აქვს ერთადერთი იდეაფიქსი – ქვეყანაში იყოს არეულობა, დაუმორჩილებლობა, რევოლუცია, სისხლი, იარაღი და თუნდაც, ამ გზით შეცვალონ „ქართული ოცნება“. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ამ გზით ხელისუფლებიდან არ გავიწევით, რადგან ეს არის ხელისუფლების ცვლილების არალეგიტიმური გზა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.