ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
“დღევანდელ შეხვედრაში სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ, რადგან ეს მატჩი სექტემბრისთვის მოსამზადებლად უნდა გამოგვეყენებინა. ამხანაგური მატჩები ყოველთვის იმისთვის არის, რომ ოფიციალური თამაშებისთვის მოემზადო. სწორედ ამიტომ ვითამაშეთ ასე.
ივნისში, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ, ფეხბურთელებისთვის ყოველთვის რთულია ენერგიის ბოლო რესურსების მობილიზება. ვეცადეთ, მოთამაშეებისთვის დამატებითი მოტივაცია მიგვეცა და მეორე ტაიმი უკეთესი გამოგვივიდა.
საერთო ჯამში, ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ისევე როგორც პირველი მატჩით. თუმცა, დღევანდელი თამაშით ბოლომდე არ ვარ კმაყოფილი, რაც ბუნებრივია.
ზოგჯერ უნდა მიიღო ის ფაქტი, რომ მსგავსი ხასიათის მატჩს დიდი ანგარიშით ვერ იგებ, მაგრამ გამარჯვება მაინც გამარჯვებაა. ასეთი მოგებები გვეხმარება პოზიტიური დინამიკა შევინარჩუნოთ”.
NAKREBI.GE