Parisfans-მა გამოკითხვა ჩაატარა, თუ ვინ იყო გასულ თვეში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელი. გულშემატკივრების ხმების დიდი უმრავლესობით (69%) ხვიჩა კვარაცხელიამ გაიმარჯვა.
12%-ით მეორე ადგილზე უორენ ზაირ-ემერი გავიდა, მესამეზე კი 9%-ით ჟოაო ნევეში.
„ძალინ დამსახურებული გამარჯვება, რომელიც მოულოდნელი არ იყო. კვარცხლბეკზე ასვლას უორენ ზაირ-ემერი და ჟოაო ნევეშიც იმსახურებდნენ, მაგრამ ქართველი განსაკუთრებული გახლდათ. მან ფინალში პენალტი მოიპოვა, რის შედეგადაც ანგარიში გათანაბრდა. გუნდისათვის ბოლომდე დაიხარჯა. ის მოთამაშეა, რომლის გამო გვიყვარს ფეხბურთი“, – წერს გამოცემა.