პატიმარი, რომელიც ხელისუფლებას წამებაში ადანაშაულებდა, ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა – მედია

ქუთაისის მეორე საპყრობილეში ისრაელის მოქალაქე იგორ ასკაროვი გარდაიცვალა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პატიმარი, რომელსაც  განთავისუფლებამდე 8 თვე ჰქონდა დარჩენილი, ხელისუფლებას, კონკრეტულად ოზურგეთის პოლიციას და პროკურატურას, შემდეგ კი ქუთაისის მეორე საპყრობილის ციხის ადმინისტრაციას წამებაში ადანაშაულებდა.

“იგორ ასკაროვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში 50 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობდა, რომელიც მან 2010 წელს შეიძინა და მასზე ფერმერული მეურნეობები გააშენა, თუმცა შეიარაღებული თავდასხმისა და ზეწოლის მსხვერპლი რამდენჯერმე გახდა.

მოგვიანებით, ის ცივი იარაღის გამოყენების გამო დააპატიმრეს და ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 7 წელი მიუსაჯა.

ასკაროვი ბრალს არ აღიარებდა და დღემდე განაჩენს სხვადასხვა ინსტანციებში ასაჩივრებდა“,- წერს გამოცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას