სამშენებლო პროექტების დიდი ნაწილი ვადებს ან ბიუჯეტს სცილდება, ზოგჯერ – ორივეს. მიზეზი კი ხშირად ერთი და იგივეა: პროცესის ფრაგმენტული მართვა, კოორდინაციის ნაკლებობა და გადაწყვეტილებები, რომლებიც დროულად არ მიიღება.სამშენებლო მენეჯმენტი სწორედ ამ პრობლემაზე პასუხობს. ეს არ არის მხოლოდ ზედამხედველობა, ეს არის პროცესის სრული მართვა, კონცეფციიდან ექსპლუატაციამდე.პროექტი ხუთ ძირითად ეტაპად ვითარდება: ინიციაცია, დაგეგმვა, შესრულება, მონიტორინგი და ჩაბარება. თითოეულ ეტაპს თავისი ამოცანები, რისკები და გადაწყვეტილებები ახასიათებს და თითოეულ ეტაპზე, პროცესის სათავეში ზუსტი მართვის გარეშე, ხარვეზები გარდაუვალია.ინიციაციის ეტაპზე, სანამ ნებართვები გაიცემა და ხელშეკრულებები გაიფორმდება – კვლევა, ადგილის შეფასება და ბიუჯეტის პირველადი სტრუქტურა ყალიბდება. ეს ის ეტაპია, სადაც შეცდომები ყველაზე იაფი ჯდება. ნიადაგის პირობების, სამართლებრივი შეზღუდვების ან დაფინანსების ხარვეზების გამოვლენა სამუშაოების დაწყებამდე ბევრად უმჯობესია, ვიდრე პროექტის მსვლელობისას.შემდეგ, დაგეგმვის სტადიაზე, ყალიბდება სამუშაო გრაფიკი, რესურსების განაწილება, სატენდერო სტრატეგია. ამ ეტაპზე დეტალური ნახაზები, ხარჯთაღრიცხვა და შესყიდვების გეგმა თანხმდება.მშენებლობის მსვლელობისას კი კონტრაქტორების კოორდინაცია, მასალების კონტროლი, პერსონალის მართვა – ყველაფერი ერთდროულად მიმდინარეობს. სწორედ ამ ეტაპზე წყდება, იცავს თუ არა სისტემა ვადებს. საველე გადაწყვეტილებები, მოულოდნელი ცვლილებები, მიმწოდებლებთან დავები – ყველა ეს ფაქტორი პროცესის ყოველდღიურობაა.ამ ყველაფერს ემატება მუდმივი მონიტორინგი: ბიუჯეტისთვის თვალყურის დევნება, ვადების კორექტირება, ხარისხის შემოწმება. ბოლო ეტაპი კი – ჩაბარება – ასევე სისტემურ მიდგომას მოითხოვს. დოკუმენტაცია, ნაკლოვანებების აღმოფხვრა, სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება – ეს პროცესი პრაქტიკაში ხშირად ყველაზე მეტ პრობლემას ქმნის.ზედამხედველი აფიქსირებს პრობლემას, რომელიც უკვე წარმოქმნილია. მმართველი კი სისტემას ისე აწყობს, რომ პრობლემა თავიდანვე არ წარმოიქმნას ან, წარმოქმნის შემთხვევაში, დროულად გამოვლინდეს.მის ამოცანაში შედის ბიუჯეტის კონტროლი, ვადების დაცვა, ხარისხის მონიტორინგი და ის, რომ სამშენებლო კონტრაქტების მართვა კონტრაქტორსა და დამკვეთს შორის სწორად წარიმართოს. ამ ორი მხარის ინტერესები კი ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა. კონტრაქტორი დაინტერესებულია, რომ სამუშაო ყველაზე სწრაფი გზით განხორციელდეს. დამკვეთი კი ელის ხარისხს, ვადებსა და სტანდარტებთან შესაბამისობას. სამშენებლო მენეჯერი სწორედ ამ ორ ინტერესს შორის, დამკვეთის მხარეს დგას.CQM საქართველოში სამშენებლო პროცესების მართვას სისტემური მიდგომით ახორციელებს. კომპანია საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პროცესებით მუშაობს – ყველა პროექტისთვის, პირველ რიგში, ყალიბდება განვითარებისა და მართვის მატრიცა, რომელიც შემდეგ ყველა შემდგომი გადაწყვეტილების საფუძველია.კომპანიის გუნდი მოიცავს პროექტის მენეჯერებს, არქიტექტორებს, MEP ინჟინრებს, კონსტრუქტორებს, ფინანსურ და ხარისხის კონტროლის სპეციალისტებს. ეს კომბინაცია საშუალებას იძლევა, პროექტი ერთ სისტემაში იმართოს და არ დაიყოს ფრაგმენტებად.სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია CQM-ის ინვესტიციების მოცულობა 150 მილიონ დოლარს სცდება, მართული ფართი კი – ნახევარ მილიონ კვადრატულ მეტრს. მათ შორისაა ისეთი კომპლექსური ობიექტები, როგორებიცაა სამრეწველო საწარმოები, სადაც საინჟინრო და კონსტრუქციული გადაწყვეტილებები განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს.სამშენებლო პროექტის წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ისაა, თუ ვინ და როგორ მართავს პროცესს.


