2025 წლის 1 ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით საქართველოში 20 ახალი განთავსების ობიექტი გაიხსნა, ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში ვკითხულობთ.ანგარიშის თანახმად, ინტენსიურად გრძელდება განთავსების ობიექტების სექტორის განვითარება.„გაიხსნა 20 ობიექტი, რომელთა ჯამური მოცულობა აღემატება 1,000 ნომერსა და 2,000 საწოლ ადგილს.ჯამში, ფუნქციონირებს 2,691 განთავსების ობიექტი, 52,596 ნომრითა და 116,204 საწოლი ადგილით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობას მზარდი ტურისტული ნაკადების მისაღებად“,- წერია ანგარიშში.

