“სულ გინ­დო­და გვერ­დზე გყო­ლო­და. გა­მო­ირ­ჩე­ო­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­მო­რის გრძნო­ბით… იუ­მო­რის ხა­რის­ხი, ხომ უთუ­ოდ ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­ლექ­ტის სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია…“ – რას ჰყვება პატრიარქის ბიძა, ირაკლი ჟვანია შიო III-ზე

სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სის და უნე­ტა­რე­სის შიო III გა­რე­მოც­ვის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი სულ უფრო იზ­რდე­ბა, ადა­მი­ა­ნებს აინ­ტე­რე­სებთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც პატ­რი­არ­ქის პი­როვ­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, მის ხა­სი­ათს და ოჯახს. დღეს წარ­მო­გიდ­გენთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც პატ­რი­არ­ქის უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნია.

ცნო­ბი­ლი მო­ქან­და­კე – მო­ნუ­მენ­ტა­ლის­ტი ირაკ­ლი ჟვა­ნია პატ­რი­არ­ქს ბი­ძად ეკუთ­ვნის. ბა­ტო­ნი ირაკ­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი ამ­შვე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლა­ქებს:”პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლის“ შად­რე­ვა­ნი-ქან­და­კე­ბა თბი­ლის­ში, მრგვალ ბაღ­ში, „მუ­სი­კო­სე­ბის შად­რე­ვა­ნი“ ვა­კის პარკთან, ჭავ­ჭა­ვა­ძის პროს­პექ­ტზე, „ნატ­ვრის ხე“ მთაწ­მინ­დის პარკში, და­ღუ­პულ­თა მე­მო­რი­ა­ლი გმირ­თა მო­ე­დან­ზე, ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში შად­რე­ვა­ნი „ქალი ვე­ლო­სი­პე­დით“, ქუ­თა­ი­სის ცენ­ტრში არ­სე­ბუ­ლი შად­რევ­ნის ტექ­ნი­კუ­რი ნა­წი­ლის მო­წყო­ბა, სე­ნაკ­ში „ბო­ლო­კას“ ძეგლი, შოთა რუს­თა­ვე­ლის და და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ძეგ­ლე­ბი ქო­ბუ­ლეთ­ში, ავ­თან­დილ ცხვე­დი­ა­ნის ძეგლი ქო­ბუ­ლეთ­ში, 10 მეტ­რი­ა­ნი ქან­და­კე­ბა „პლა­ნე­ტა აპო­ლო“ უნ­გრეთ­ში, ბუ­და­პეშ­ტში. სულ მალე ქო­ბუ­ლეთ­ში და­იდ­გმე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ძეგლი.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ირაკ­ლი ჟვა­ნი­ას და ოჯა­ხუ­რი ის­ტო­რი­ე­ბის გახ­სე­ნე­ბა ვთხო­ვეთ…

– ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, რო­გორც ვი­ცით, თქვენ ახლო ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი გაქვთ უწ­მინ­დეს­თან…

– ჩემი ბა­ბუა გუგუ ჟვა­ნია და უწ­მინ­დე­სის დე­დის ბა­ბუა ონი­სი­მე ჟვა­ნია ძმე­ბი იყ­ვნენ. მა­მა­ჩე­მი გუ­რა­მი და პატ­რი­არ­ქის ბე­ბია თა­მარ ჟვა­ნია ძმე­ბის შვი­ლე­ბი, თა­მა­რას ძმა ან­დრია ჟვა­ნია 1938 წელს დახ­ვრი­ტეს კო­მუ­ნის­ტებ­მა… შიოს დედა – ნანა ქურ­დი­ა­ნი და მე ძმე­ბის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ვართ, ხოლო ჩემი შვი­ლი ნინა ჟვა­ნია, პატ­რი­არ­ქი და მისი და ლელა მე­ო­თხე თა­ო­ბა არი­ან… ასე, რომ თა­ო­ბე­ბის ქრო­ნო­ლო­გი­ით ბი­ძად ვე­კუთ­ვნი, თუმ­ცა ტო­ლე­ბი ვართ, ერთი თა­ო­ბა, ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით, ერთ ოჯა­ხად…

– რო­გო­რი იყო უწ­მინ­დე­სი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში?

– ელიზ­ბარ მუ­ჯი­რი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წე­სი­ე­რი კაცი იყო ჩვენს თა­ო­ბა­ში, დიდი, კე­თი­ლი ბუტა (ოჯახ­ში ასე ვე­ძა­დით), რო­მე­ლიც სულ გინ­დო­და გვერ­დზე გყო­ლო­და. გა­მო­ირ­ჩე­ო­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­მო­რის გრძნო­ბით… იუ­მო­რის ხა­რის­ხი, ხომ უთუ­ოდ ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­ლექ­ტის სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია…

განაგრძეთ კითხვა