“როდესაც საქმე სახელმწიფოებრიობის საკითხებს ეხება, ეკონომიკურ მოსაზრებებს, თუმცა ისინი მნიშვნელოვანია, აქვს საზღვრები. რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ამ რისკებს აქვს საზღვრები. არსებობს საკითხები, რომლებსაც უბრალოდ გვერდით ვერ გადადებ და გზას ვერ გააგრძელებ. საბოლოო ჯამში, როდესაც სახელმწიფოს ინტერესებს ავწონ-დავწონით, ჩვენ სუვერენიტეტს პომიდორზე ვერ გავცვლით… მახსოვს, როგორ დადიოდნენ ოფიციალური პირები და კანონმდებლები სტუდიიდან სტუდიაში და განმარტავდნენ, რომ ჩვენი პროდუქცია არ იყო საკმარისი ხარისხის და მისი გაყიდვა მხოლოდ რუსულ ბაზარზე იყო შესაძლებელი. დღეს მინდა ვთქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკის პროდუქციამ ხარისხის პრობლემა გადაჭრა. ჩვენი პროდუქცია 100%-ით შეესაბამება ევროპული ბაზრის სტანდარტებს“ – განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა




