თამაზაშვილი, სირაძე, გვარაკიძე – კობახიძემ შსს-ს მაღალჩინოსნებს წოდებები მიანიჭა

გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულ შს მინისტრ სულხან თამაზაშვილს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება ასევე მიენიჭა პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ვაჟა სირაძესა და სასაზღვრო პოლიციის უფროს დავით თამაზაშვილს.

ამასთან, გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში