ლევან ღამბაშიძე: და რა აღმოჩნდა 13 წლის შემდეგ? რომ ამ იდეის ერთ-ერთი აგიტატორი ჯაშუში ყოფილა. ერთდროულად ორი ქვეყნის (ვიდეო)

2013 წლის ვიდეოა. ერისიონი წავიდა მოსკოვში რუსეთთან დასალაგებლად.
მაგიდასთან რომ ზის, ზურგით კამერისკენ, ეგ არის ის რცხილაძე, დღეს ჯაშუშობის მუხლით რომ დააკავეს.
მთელი ამ წლების განმავლობაში რაღაც ჯგუფები, მათ შორის ოცნების მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ რუსეთთან კულტურული ურთიერთობების დალაგება არის საქართველოს ხსნა.
და რა აღმოჩნდა 13 წლის შემდეგ?
რომ ამ იდეის ერთ-ერთი აგიტატორი ჯაშუში ყოფილა. ერთდროულად ორი ქვეყნის.
და რაზე მეტყველებს ამ ადამიანის დაკავება თავად ამ იდეაზე?
იმას ხომ არა, რომ თავად იდეაც რუსულია? იმას ხომ არა, რომ “სახალხო დიპლომატია” რუსების შემოგდებული თემაა? იმას ხომ არა, რომ 13 წელი რუსული პოლიტიკა შეუფერხებლად იკიდებდა ფეხს ქართულ საჯარო სივრცეში?
ამ გადაცემაში გულბაათის მხარეს ვინც არიან, იმათ რომ დღეს ისევ აზრი მოეკითხებათ და დროთა განმავლობაში რეჟიმის პროპაგანდისტებად რომ ჩამოყალიბდნენ, ამაზე ღირს ცალკე დაფიქრება.