22
,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეზე ტვ პირველთნ ამბობს:
გულბაათ რცხილაძე იყო ერთ-ერთი საავტორო პროექტის დამოუკიდებელი წამყვანი. ის არ არის “ობიექტივის” წევრი. მას მიჰყავდა საავტორო გადაცემა. ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი, როგორ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც საჯარო ბრიფინგებს მართავს, საჯაროდ მიჰყავს გადაცემა, ამ კონფერენციებსაც საჯაროდ ესწრება, რომელსაც არანაირი საიდუმლო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არ აქვს სინამდვილეში და ვერც შეიძლება ჰქონოდა, როგორ შეიძლება ყოფილიყო ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული? მე ამას ვერაფრით ვერ დავიჯერე”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

