26
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,გუშინწინ იაგო ხვიჩიასთან ორი ქუთაისელი ადგილობრივი “ოპოზიციური” პოლიტიკოსი ძალიან ვრცლად საუბრობდა ბაგრატის აღდგენაზე და ეს აღდგენა მთლიანად ქუთათელ-გაენათელ მღვდელმთავარს კალისტრატეს მიაწერეს და მე არც კი მახსენეს.
კალისტრატესთან ვმეგობრობდი, ნამდვილად კარგი კაცი იყო, მაგრამ მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ბაგრატის აღდგენასთან და ეს ამბავი ტელევიზიით გაიგო. ტაძრის აღდგენა თავიდან ბოლომდე ჩემი ინიციატივა იყო და ეს განვახორციელე კიდეც ნიკა რურუასთან ერთად.
ამ ორ ქუთაისელ პოლიტიკანს კი მინდა ვუთხრა “ვირო მადლიო” ნამდვილად თქვენზე და თქვენნაირებზეა ნათქვამი. თქვენ რომ გგონიათ, რომ ჩემი არ ხსენებით, თქვენს “პარტიებს” ხმები მოემატება, კარგად აჩვენებს რა მასშტაბის ადამიანები ხართ. მე ამით არაფერი მაკლდება აი თქვენი ადამიანური წონა კი პლინტუსის ქვემოთა ეცემა.
თქვენგან განსხვავებით ქოცებს მშვენივრად ახსოვთ თუ ვინ აღადგინა ბაგრატი, ამიტომ არ აქვს ტაძარს ნამდვილი თანამედროვე მინათება და მხოლოდ ძლივს მბჟუტავი ნათურები ანათებს და ამიტომ არ უვლიან სათანადოდ.
რაც შეეხება სხვადასხვა მოღვაწეებს, რომლებიც პერიოდულად მკბენენ და ასევე ცდილობენ მაქსიმალურად დააკნინონ ჩემი როლი ისტორიაში, ისინი ვერაფერს გახდებიან.
იმიტომ რომ არსებობს პოლიტიკანები და არიან პოლიტიკოსები. პოლიტიკოსი ცხოვრობს თავისი მისიით მას აქვს ისტორიის მისეული ხედვა რომელსაც არ იცლის და საკუთარი თავგანწირვის ფასად ყველაფერს აკეთებს ამ ხედვის რეალობად ქცევისთვის. პოლიტიკოსები ცოტანი არიან.
მრავალრიცხოვანი პოლიტიკანები ადვილად იცვლიან შეხედულებებს, დაიარებიან პარტიიდან პარტიაში, გუშინ ვისაც ადიდებდნენ, იმას ქელავენ და დადიან ასე ერთ წრეზე და ყველაზე ნაკლებად ქვეყნის ბედი აწუხებთ.
ისინი ვერ ცვლიან ისტორიას და ისტორია მათ ჭიჭყინს, სიჩუმეს, ტყუილებს ან სიმხდალეს არ იმახსოვრებს.
ამჟამად ქუთაისი დაცლილი და განადგურებულია. ჩემი ხედვით მისი აეროპორტი უნდა გაზრდილიყო დუბაის მასშტაბამდე. მთელი მთავრობა იქ უნდა გადასულიყო, ქუთაისი გახდებოდა ტექნოლოგიების და ინოვაციების ქალაქი.
წყალტუბო უნდა გამხდარიყო მარაკეშზე უკეთესი და ქუთაისიდან უნდა გაკეთებულიყო მოკლე გზა გვირაბით სვანეთამდე, სადაც წელიწადში 2 მილიონი ტურისტი ჩავიდოდა ევროპის საუკეთესო სათხილამურო კურორტებზე, მაგრამ ზემონახსენები მედროვეების პირობებში რაც შევძელი, ისიც სასწაულად მეჩვენება. გვჭირდება ახალი არა კონფორმისტი ხალხი და ბევრად უფრო მეტს შევძლებთ.“

