1:0 – ამ ანგარიშით მოიგო ბოლო ორი საშინაო მატჩი “იბერიამ”. ჩემპიონის თამაშში ბოლოხანს რაღაც მოიშალა და გუგა ნერგაძე (ამ თამაშზე ის დისკვალიფიცირებული იყო) ამჯობინებს გუნდმა პრაგმატულად ითამაშოს, ზედმეტად არ გარისკოს…
ასე მოხდა ბათუმის “დინამოსთან” მატჩშიც. მას მერე, რაც დადიანის პასით და რიკოშეტის დახმარებით ბედოშვილმა ანგარიში გახსნა, მასპინძელთა მთავარ საზრუნავად ანგარიშის შენარჩუნება იქცა. მათ საიმედოდ გაამაგრეს დაცვითი ბასტიონები და ბათუმელებს რეალური საგოლე მომენტები ფაქტობრივად არ შეაქმნევინეს.
საბოლოოდ, “იბერიამ” გაიმარჯვა და ისარგებლა რა მდევრების წაბორძიკებით, კვლავ 4-ქულიან დისტანციაზე გავიდა. ბათუმის “დინამომ” კი შეწყვიტა ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია.
იბერია 1999-დინამო (ბთ) 1:0
1:0 ბედოშვილი (25, დადიანის პასით)
იბერია: მეგრელიშვილი, ზოური, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა, ბედოშვილი (ღუდუშაური 73), დადიანი (ბიძინაშვილი 90+4), კაფე (ობულაძე 83), ძაგანია (ახვლედიანი 83), ბართიშვილი (გოშთელიანი 73)
დინამო: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, ქაფიანიძე, კობახიძე, კალანდარიშვილი, ლაკვეხელიანი (ხოზრევანიძე 46), კირკიტაძე (აბუსელიძე 86), მარა, მილჩენკო (ფუტკარაძე 84), წულუკიძე (ბარამიძე 84), კოხრეიძე (მანდრიჩენკო 79)
არბიტრი: ალეკო აფციაური