დავითაშვილმა გაიტანა, მაგრამ “სენტ-ეტიენი” ლიგა 1-ში ვერ გადავიდა

პლეი-ოფის საპასუხო მატჩი „სენტ-ეტიენმა“ გასვლაზე „ნიცასთან“ 1:4 წააგო, ორრაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა და ლიგა 2-ში დარჩა.
შეხვედრა მასპინძელთა გუნდის გულშემატკივართა მიერ „მეცთან“ დაპირისპირების შემდეგ მოწყობილი არეულობის გამო, ცარიელ სტადიონზე ჩატარდა. სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, კარდონამ გიტანა კიდეც, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. საპასუხო იერიშებისას ვაიმ ბურთი ძელს გაარტყა, მეკარე ლარსონერმა კი 42 წლის დანტეს არ გაატანინა.
62-ე წუთზე „ნიცა“ კლოსმა დააწინაურა. მერე ლარსონერმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. 77-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე მენდის მოხვდა და დავითაშვილმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, შემდეგ „მეცმა“ სამი გოლი გაიტანა, გაიმარჯვა და ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნა.
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
ზურიკომ  გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 33 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და შეიძლება კლუბი შეიცვალოს.
ნიცა. „ალიანც რივიერა“
ნიცა – სენტ-ეტიენი 4:1
გოლები: 1:0 კლოსი (62), 1:1 დავითაშვილი (79, პენ), 2:1 ბუდაში (81), 3:1 ვაი (87), 4:1 ვაი (90+2)