ძალიან საინტერესო და ტემპიან მატჩში დამსახურებულად გაიმარჯვა “რუსთავმა” და დარჩა ლიდერთა ჯგუფში. ვერც იმას ვიტყვით, რომ “სპაერი” რამეში ჩამორჩა მეტოქეს, პირიქით – იბრძოლა, მომენტები შექმნა, მაგრამ 3 ქულა იმან აიღო, ვინც შანსები უკეთ გამოიყენა. ეს იყო ამ თამაშის მთელი ფილოსოფია…
რუსთავი-სპაერი 2:1
1:0 ალმეიდა (29), 1:1 გ. ცეცხლაძე (63, გოლუბიანის პასით), 2:1 გუჯაბიძე (82)
რუსთავი: ბერუაშვილი, კაპანაძე, იაკობიძე, ფაცაცია, ჩიქოვანი, სეიხასი (ჯიბრილი 74), გუჯაბიძე, უბილავა (პამი 85), ალმეიდა (ჩხეიძე 74), კესი (ოლივეირა 85), ოსეი (ჯაფარიძე 90+4)
სპაერი: ფუტკარაძე, ჩაგუნავა, კენჭაძე (ცალუღელაშვილი 74), სამხარაძე, მატენჯვა (გრიგალაშვილი 90+1), ასკურავა, ფონიავა (ბასილაშვილი 78), თ. ცეცხლაძე, გოლუბიანი, ცირდავა, გ. ცეცხლაძე
არბიტრი: ბაკურ ნინუა