ტელეგრამ-არხი Exilenova+ ავრცელებს 23 მაისით დათარიღებულ ვიდეოს, რომელშიც შავ ზღვაში მდებარე ნოვოროსიისკის პორტში რუსულ ფრეგატ “ადმირალ ესენზე” უკრაინული დრონებით დარტყმის მომენტი ჩანს (ვიდეო)

ტელეგრამ-არხი Exilenova+ ავრცელებს 23 მაისით დათარიღებულ ვიდეოს, რომელშიც შავ ზღვაში მდებარე ნოვოროსიისკის პორტში რუსულ ფრეგატ “ადმირალ ესენზე” უკრაინული დრონებით დარტყმის მომენტი ჩანს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ “მადიარ” ბროვდიმ 23 მაისსვე დაადასტურა, რომ უკრაინამ “ადმირალ ესენზე” მორიგი იერიში მიიტანა.
რუსულ ფრეგატს, რომელიც “კალიბრის” ტიპის ფრთოსანი რაკეტებით არის აღჭურვილი, უკრაინულმა ძალებმა მარტის დასაწყისშიც დაარტყეს, რის შედეგადაც ის კრიტიკულად დაზიანდა და მას შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების მიტანის უნარი შეეზღუდა.