დმიტრი მედვედევი: ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა მოკეტოს ამ საკითხზე

“ევროპელი უძლურები ყვირიან, რომ რაღაც დრონი რუმინეთის საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. რა თქმა უნდა, უნდა გავარკვიოთ, ვისი იყო ის. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა მოკეტოს ამ საკითხზე. ევროპული სახელმწიფოები რუსეთთან ომის პირდაპირი მონაწილეები არიან და ამაზე არავინ დავობს,” – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა.
ცნობისთვის, აქამდე რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 28-29 მაისის ღამის საათებში რუსული დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქალაქ გალაციში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან