„იუვენტუსს“ მეკარე ალისონის შესახებ „ლივერპულისგან“ პასუხის მიღება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სურს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალისონი „ლივერპულში“ შეიძლება კიდევ ერთი წლით დარჩეს, „იუვენტუსი“ კი უფრო ხანგრძლივვადიან კონტრაქტს სთავაზობს.
„ტუტოსპორტის“ ცნობით, მერსისაიდული კლუბი ბრაზილიელის გაშვების მიზანშეწონილობაში დარწმუნებული არ არის და თუ დაიტოვა, გიორგი მამარდაშვილს იჯარით გაუშვებს, რომელიც უკვე შესთავაზეს სამ იტალიურ გუნდს.
თუ ალისონი ვერ დაიმატა, „იუვე“ მისი შემცვლელის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად „ფიორენტინას“ კარის დარაჯს დავიდ დე ხეას განიხილავს.