დავითაშვილის გუნდთან მატჩის წინ “ნიცას” ფეხბურთელი გაუჩინარდა

პლეი-ოფის პირველ მატჩში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ სახლში „ნიცას“ ფრედ ეთამაშა (0:0), დღეს საპასუხო შეხვედრა კი „ალიანც რივიერაზე“ ცარიელ სტადიონზე ჩატარდება. მიზეზი ისაა, რომ „მეცთან“ თამაშის შემდეგ „ნიცას“ გულშემატკივრებმა სტადიონზე არეულობა მოაწყვეს.
ქალაქის პრეფექტურამ ფანებს არა მარტო არენაზე შესვლა, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე კლუბის დროშებით გავლა აუკრძალა.
ამასობაში ცნობილი გახდა, რომ მოულოდნელად და ხელმძღვანელობის გაუფრთხილებლად გუნდიდან წავიდა 32 წლის მარცხენა მცველი ალი აბდი. ის ტუნისის ნაკრებში გამოიძახეს და იმის შიშით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანდნენ, უნებართვოდ გაემგზავრა სამშობლოში. კლუბი მას დასჯას უპირებს, მაგრამ ამას არად დაგიდევთ.
აბდი „სენტ-ეტიენთან“ პირველ მატჩში შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე.