CloseUp Tbilisi-ს მოწვევით 12, 13 და 14 ივნისს სამდღიანი სემინარი-ვორქშოპის ფორმატით, თბილისს იტალიაში მოღვაწე ბრიტანელი თეატრისა და კინოს მსახიობი, სცენარისტი და პედაგოგი ტიმ დეიში (Tim Daish) ეწვევა.
ტიმ დეიში გადაღებულია ისეთ მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან მონიკა ბელუჩი, ვუპი გოლდბერგი, ტონი კოლეტი, ენდი მაკდაუელი და სხვები. აქვს თეატრში, კინოსა და ტელევიზიაში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება. მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში წამყვან მსახიობებთან და რეჟისორებთან ერთად. პედაგოგიური საქმიანობის ფარგლებში პროფესიული მომზადება აქვს ჩატარებული სტუდენტებისთვის დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
პროექტი განკუთვნილია პროფესიონალი მსახიობებისთვის, სცენარისტებისთვის, რეჟისორებისთვის, სტუდენტებისა და სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის. ვორქშოპი მონაწილეებს აძლევს უნიკალურ შანსს, ქვეყნიდან გაუსვლელად დაამყარონ საჭირო კავშირები, გაცვალონ იდეები, მიიღონ ინფორმაცია საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალისგან. ყველა მონაწილეს ექნება საშუალება, ჩაერთოს საერთო შემოქმედებით პროცესში, გაიმართება კითხვა-პასუხი და დისკუსია სფეროში არსებული გამოწვევების თაობაზე.
სემინარი/ვორქშოპის ფარგლებში დაგეგმლი სხვა აქტივობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღონისძიების გვერდს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ეკატერინე ამირეჯიბი 577 440 545
ნათია ორველაშვილი 555 591 561

