ლექტორ ნანი გვარიშვილთან ერთად სტუდენტებს მისი ქმარ-შვილიც დაუპირისპირდა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ ნანი გვარიშვილთან ერთად სტუდენტებს მისი ქმარ-შვილიც დაუპირისპირდა – ქმარი, ანზორ დევაძე, ამავე უნივერსიტეტის პროფესორია, შვილი, ლელა დევაძე კი ასისტენტ-პროფესორი  ინფორმაციას გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს და წერს, რომ მას შემდეგ, რაც ბსუ-ს მიმდებარედ მყოფ ახალგაზრდა აქტივისტებს ნანი გვარიშვილი ფიზიკურად დაუპირისპირდა, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ანზორ დევაძემ, მოგვიანებით კი დაპირისპირებაში მათი შვილიც ჩაერთო
🔻 კადრები, სადაც ჩანს, როგორ უპირისპირდება ლექტორი სტუდენტებს გამოცემა აჭარა თაიმსმა დღეს გაავრცელა. რუსთაველის ქუჩაზე, ბსუ-ს მიმდებარედ შეკრებილი ახალგაზრდები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ხელმოწერებს აგროვებდნენ, როდესაც მათ ნანი გვარიშვილი დაუპირისპირდა
🔻 გამოცემის ცნობითვე, ამ დროისთვის სამოქალაქო აქტივისტები ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილებაში იმყოფებიან და ჩვენებას აძლევენ. უცნობია, დაიწყო თუ არა ფაქტზე გამოძიება. „ველოდებით სამართალდამცავების გადაწყვეტილებას და უახლოეს დღეებში ეთიკის კომისიას მოვიწვევთ“ – აცხადებენ უნივერსიტეტში

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს