ივანიშვილი ამ ქვეყანაში იმიტომაა, რომ ანაკლიის მსგავსი პროექტები არ შედგეს და რუსეთს კონკურენცია არ გავუწიოთ – გვარამია

ამ ქვეყანაში იმიტომ კი არ არის, რომ , , ელენე ხოშტარია, მიშა სააკაშვილი დაიჭიროს, ივანიშვილი აქ იმიტომაა, რომ ანაკლიის მსგავსი პროექტები ამ ქვეყანაში არ შედგეს, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებების“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი იმიტომ არის აქ, რომ რუსეთს კონკურენცია ამ ქვეყანამ არ გაუწიოს და დასავლეთს არ ჰქონდეს ალტერნატიული გზა, ცენტრალურ აზიამდე მისაღწევი.

ამ ქვეყანაში იმიტომ კი არ არის, რომ , , ელენე ხოშტარია, მიშა სააკაშვილი დაიჭიროს, ივანიშვილი აქ იმიტომაა, რომ ანაკლიის მსგავსი პროექტები ამ ქვეყანაში არ შედგეს, რუსეთს კონკურენცია ამ ქვეყანამ არ გაუწიოს და დასავლეთს არ ჰქონდეს ალტერნატიული გზა, ცენტრალურ აზიამდე მისაღწევი, ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი აქ. რა არ უნდა იფიქროს,დაუშვას, ან მოეჩვენოს ვიღაცას, რომ მასთან დალაგება შეიძლება ნებისმიერი გზით, ეს ვერ მოხდება, რადგან მისი ამოცანაა, რომ ეს დალაგება ვერ მოხდეს. შესაბამისად, ამაში თუ ჩვენ არ დაგვიჯერებენ ჩვენი პარტნიორები, თავად რწმუნდებიან ხოლმე, ძალიან მოკლე დროში. აზრი არ აქვს ივანიშვილთან ამ  თემაზე ლაპარაკს. მე გეუბნებით, რომ ამ ქვეყნაში ან იქნება დემოკრატიული , სადაც გაიმარჯვებს ის, ვინც უნდა გაიმარჯვოს და ქართველი ხალხი უჭერს მხარს, ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ქართული ოპოზიცია და არა ივანიშვილი. ან წინსწრებად გამოუშვებენ პოლიტპატიმრებს და გააუქმებენ დრაკონულ კანონებს,  ან იქნება იმგვარი პროცესები, რომლებიც ივანიშვილისთვის გაცილებით უარესი განვითარების წინაპირობა იქნება, ვიდრე ნებისმიერი დამარცხება, – განაცხადა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს