სატრანსფერო ექსპერტის ნიკოლო სკირას ცნობით, „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ერთწლიანი იჯარით სერია А-ს სამ კლუბს შესთავაზეს.
ორი ცნობილია – „იუვენტუსი“ და „ინტერი“, მესამე კი ჯერ გაურკვეველია.
OneFootball-ი აღნიშნავს: „ვინაიდან მიკელე დი გრეგორიო და მატია პერინი დიდი ალბათობით „იუვენტუსიდან“ წავლენ, ტურინული კლუბი მეკარის დამატებას აპირებს და გონივრული გადაწყვეტილება მიიღო – მამარდაშვილის იჯარით აყვანით დაინტერესდა. TuttoJuve-ს ჟურნალისტი ჯანლუიჯი ლონგარი იტყობინება, რომ გიორგიმ „წითლებში“ თავი კარგად წარმოაჩინა და „იუვე“ დააინტერესა. ეს მომგებიანი სვლა იქნება, რამეთუ მომავალი წლის ზაფხულში ალისონის უფასოდ გადაბირებას შეძლებენ“.
Inter Xtra-წერს, რომ „ინტერს“ მამარდაშვილის შესახებ წინადადებით მიმართეს, რომელიც „ლივერპულში“ თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და ტოპ-კლუბში გადასვლას იმედოვნებს, სადაც მომავალში დარჩება. Fcinternews-ის მტკიცებით, „ნერაძური“ ფიქრობს, მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
Football Italia აკონკრეტებს: „საიდუმლო არ არის, რომ „ინტერი“ ხოსეპ მარტინესისთვის დუბლიორს ეძებს, თუმცა საქართველოს ნაკრების მეკარე „ლივერპულიდან“ წასვლას იმისათვის აპირებს, რათა მეტი სათამაშო დრო მიიღოს“.