სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში (მისამართი:ბერიტაშვილის ქ. 12) გამოავლინეს ფიზიკური პირი ა.კ. რომელსაც კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ფრინველთა(ქათმის) სასაკლაო. ინსპექტირებისას დადგინდა,რომ მეწარმე, ჰიგიენური ნორმების უხეშიდარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს არალეგალური საწარმოების გამოვლენას და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები.ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს