“ქართული ოცნების” პოლიტიკას მოწინააღმდეგეები იმ ხალხს შორისაც უჩნდება, ვინც პარლამენტში ამ პარტიის სიით შევიდა და წლებია, “ოცნების” გულშემატკივართა სიაში ირიცხება.
კოლოსალური ჯარიმები და გაძვირებული ცხოვრება არის ის, რაც ბიძინ ივანიშვილის დაფუძნებული პარტიის მიმართ პროტესტს აზვირთებს. კობახიძის წინააღმდეგ განცხადებებით გამორჩეული დიმიტრი ხუნდაძის პარტიიდან დღეს ასპარეზზე შედარებით ახალი სახე გამოვიდა – ზურაბ ქადაგიძე. საჯარო კითხვის ადრესატი პარლამენტის ტრიბუნიდან კობახიძის მთავრობაა – რატომ უძვირებენ ხალხს სახელმწიფო სერვისებს.
რატომ გახშირდა ხალხის ძალის მხრიდან სოციალურ პრობლემებზე საუბარი, რა მიზანი აქვს დიმიტრი ხუნდაძის გუნდს? – არის თუ არა მათი საჯარო სცენაზე გამოყვანა ივანიშვილის მორიგი ტრიუკი და იყენებს თუ არა ივანიშვილი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ საპარლამენტო ჯგუფს?
ოპოზიციისთვის ხალხის ძალის განცხადებები და ქართული ოცნების მხრიდან მათთვის მხარის აბმა, დასტურია, რომ ეს ყველაფერი დადგმული სცენარია და ივანიშვილის გუნდი ქმნის ილუზიას თითქოს, ხალხის პრობლემები მათ აწუხებთ.




