იურისტი საბა ბრაჭველი:
სანამ იურისტები იმაზე ვმკითხაობდით, პროკურატურა რომელიმე მოძალადე პოლიციელს დააკავებდა თუ არა, პოლიციამ იქით დაიჭირა ოცეულის მიერ ნაცემი კაცი და წლობით შეიძლება ჩასვას ციხეში.
ოცნება ის მეხანძრეა, რომელიც სახლს გიწვავს და მერე გაჯარიმებს, კვამლით გარემოს დაბინძურების გამო; ის კაცია, ვინც საკუთარ მშობლებს კლავს და სასამართლოზე შეღავათს ობლობის გამო ითხოვს; დიტო სამხარაძეა, რომელიც გინების აკრძალვის კანონპროექტს ემხრობა და არჩილ გორდულაძეა კიდევ, ქალებს რომ დააჭერინებს ფეისბუქ პოსტის გამო და მერე წყნარად იკითხავს: “რამე კანონი დაირღვა?”
არც ამ კაცის დაჭერით დარღვეულა კანონი. დაველოდოთ გამოძიებას. პოლიციელი გმირია. ცხრა საათია და ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა.




