VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 რუსთავი. ფეხბურთის “მარილი” რასაც ჰქვია…

ბათუმის “დინამო” აგრძელებს წარმატებულ სერიას და წინ მიიწევს. “რუსთავის” თამაში კი თითქოს გაფერმკრთალდა, რაშიც ერთ-ერთი “დამნაშავე” ჟან დე ალმეიდაა, რომელიც კარგი სტარტის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება…
თუმცა ცეცაძის შეგირდები “აჭარაბეთ არენაზე”, სადაც მასპინძელი მე-100 მატჩს ატარებდნენ, მთლად უშანსოდ არ ყოფილან. “გაფერმკრთალება” რომ ვახსენეთ, სწორედ შეტევის შესუსტება ვიგულისხმეთ.
ბათუმელებმა კი “სპაერთან” განიავებული უპირატესობის შემდეგ სწორი დასკვნების გააკეთეს და მინიმალური სხვაობა კარგად გათვლილი მოქმედებებით შეინარჩუნეს.
გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესვლიდან 6 წუთში გაიტანა გიორგი კოხრეიძემ. კომბინაცია მთლიანობაში ლამაზი და დამუშავებული იყო, თითოეულ შემსრულებელსაც ქება ეკუთვნის, მეტადრე გოლის ავტორს, მაგრამ ფეხბურთის “მარილი” რასაც ჰქვია, წულუკიძის პასი იყო…
დინამო (ბთ)-რუსთავი 1:0
1:0 კოხრეიძე (60, ლაკვეხელიანის პასით)
დინამო: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, , ქაფიანიძე, ლაკვეხელიანი, ჯაფარიძე (კოხრეიძე 54), მილჩენკო, კირკიტაძე (ხოზრევანიძე 90+2), მარა (მანდრიჩენკო 89), კალანდარიშვილი, წულუკიძე
რუსთავი: ჯობავა, კაპანაძე, იაკობიძე, ფაცაცია, ჩიქოვანი, სეიხასი (უბილავა 73), გუჯაბიძე (ა. ქუთათელაძე 75), ნაკანო, ჯიბრილი (ჯიბრილი 75), კესი (ნ. ქუთათელაძე 75), ოსეი
არბიტრი: კობა რევაზაშვილი