,, უკრაინასთან ომი დასრულდა 2022 წლის 28 თებერვალს” – სიმონიანი

23
კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი:
,,მიმდინარეობს სახალხო, წმინდა ომი. და, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა ზედმეტად წვრილმანია წმინდა ომისთვის. მაგრამ ჩვენ ხომ ომს უკრაინასთან არ ვაწარმოებთ, და მე არ დავიღლები ამის შეხსენებით. უკრაინასთან ომი დასრულდა 2022 წლის 28 თებერვალს, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებიდან ექვს დღეში. ეს მართლაც იყო პატარა ოპერაცია, ისეთივე, როგორიც საქართველოსთან. მორჩა, ამით ყველაფერი დასრულდა. და ისინი მზად იყვნენ ყველაფერი დაეთმოთ, ნებისმიერ პირობაზე, ყველაფერზე, რაც გინდა. ამ დროს ჩამოვიდა ეს ჟღალი ძაღლი, რატომღაც რუსული სახელით – ბორისი [ბორის ჯონსონი] და უთხრა: „ძმებო, მთელი ევროპა იომებს რუსეთთან, თქვენი ხელებით. ჩვენ გპირდებით, მთელი ევროპა იქნება. ნუ, თითქოს შენ ხარ“. და აი, ჩვენ უკვე მეხუთე წელია ვომობთ მთელ ევროპასთან. ამიტომ ეს სრულიად არის წმინდა ომი და სრულიად შეესაბამება [სიმღერას] „აღსდექ, ქვეყანავ ვრცელო“…”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ