კობახიძემ საერთაშორისო საფინანსო კომპანია “ტეზერი” შემოდის ქვეყანაშიო და როგორც სჩვევიათ ხოლმე, ერთმანეთში აურია სინამდვილე და ზღაპარი. ინვესტირებას გააკეთებს განათლებასა და სოციალურ სექტორშიცო. სოციალურში რას იზამს ვერ მივხვდი, მაგრამ განათლებაში ინვესტირებით რომელიმე უნივერსიტეტს ყიდულობს თუ სკოლებს? ეს პრეზენტაცია ეთდღიანი პროპაგანდისტული ბლეფია, ქუთაისის საავტომობილო ქარხნისა თუ ანდორონული თერაპიის გიგანტური ატომური ცენტრისა არ იყოს. ვგულისხმობ ინვესტირების ნაწილს. რაც შეეხება ციფრული ფულის შემოღებას, ეს არაა რეალობას მოკლებული.
რა შეიძლება იყოს სინამდვილე: აღნიშნული კომპანია უშვებს ციფრულ ამერიკულ დოლარს, სტეიბლკოინს. გარდა ამისა აქვს ციფრული ევრო, იუანი და მექსიკური პესო. აპირებს ციფრული ლარის გამოშვებას.
რას ნიშნავს ციფრული ლარი? ესაა ბლოკჩეინ სისტემაში სწრაფი ანგარიშსწორების საშუალება. ძირთადად გამოყენებული იქნება კრიპტოვალუტის სწრაფად და მარტივად შესაძენად.
არის თუ არა რისკები? რა თქმა უნდა კი. ეს არის კერძო კომპანიის მიერ გამოშვებული ფული, რომელიც მიბმულია ლარზე.
კარგია თუ არა ამ კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა? კი, კარგია. ამავე დროს მომხმარებელმა უნდა იცოდეს თუ რა რისკებს შეიცავს იგი, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამერიკაში სკანდალებიც ახლდა ამ კომპანიის საქმიანობას, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო სტაბილური და სანდო გახდა.
გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეროვნული ბანკიც აპირებს ციფრული ლარის გამოშვებას. მისი უპირატესობა არის ის, რომ იგი რეალური ლარით იქნება გამაგრებული.
იქნებიან თუ არა ეს ორი ციფრული ფული კონკურენტები? ნაწილობრივ კი, თუმცა სხვადასხვა სეგმენტზე მოახდენენ ოპერირებას. ეროვნული ბანკის ციფრული ლარი ჩვეულებრივად ყოველდღიურად გამოყენებადი ფულია, “ტეზერის” ციფრული ლარი კი უპირატესად კრიპტოვალუტის შესაძენად და საერთაშორისო გადარიცხვებისათვის იქნება გამოყენებული.
რომ შევაჯამოთ, “ტეზერის” ციფრული ლარის შემოღება არის კარგი თუ ეს მართლა მოხდა, მაგრამ ამ ხელისუფლების დაპირებებს თუ გავიხსენეთ, აქაც სერიოზული ეჭვები ჩნდება მის რეალისტურობასთან დაკავშირებით.


