“გაგრამ” უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და დაასრულა მოუგებელი სერია. ვინ იცის, იქნებ ამ მოგებით შეინარჩუნა პოსტი გუნდის სერბმა მთავარმა მწვრთნელმა ჟელკო ლიუბენოვიჩმა.
აი, მის კოლეგასა და ვიზავის, ლევან კორღალიძეს, სასიხარულოდ ჯერ არ აქვს საქმე. “დილას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მან მესამე თამაში ჩაატარა და ვერც ეს მოიგო. მას ჯერ კიდევ სჭირდება დრო გუნდის საკუთარ თარგზე მოსაჭრელად. ვფიქრობთ, ნდობის მანდატი საკმარისად აქვს.
გაგრა-დილა 2:0
1:0 კლაუდინეი (64, ბორჟესის პასით), 2:0 ანდრეიჩუკი (86, ჭავჭანიძის პასით)
გაგრა: ვორობეი, კლაუდინეი, ჭავჭანიძე (ჩოჩია 90+2), პორფირიო, არსიჩი, ცინცაძე (გობეჯიშვილი 90+2), სკრიპნიკი (სადღობელაშვილი 90+2), ვანდერსონ სილვა, ბორჟესი (ფეიქრიშვილი 74), ზოიძე, მუჯირი (ანდრეიჩუკი 70)
დილა: კერესელიძე, კიკაბიძე, არაუჟო, კომპაორე, ტიბუე, ტალი (ანოფი 46), მენთეშაშვილი (სანიანგი 65), ოლატუნჯი, კანტე (ბოანსი 65), ფარულავა (გოცირიძე 77), შეყილაძე
არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი
81-ე წუთზე მეორე ყვითელის ბარათის გამო გააძევეს არაუჟო (დილა)