[VIDEO] უკრაინელის უარი – ზაბარნიმ საფონოვს ხელი არ ჩამოართვა

პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება.
გუნდმა სავარჯიშო ბაზაზე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ უკრაინელმა ილია ზაბარნიმ მატვეი საფონოვს ხელი არ ჩამოართვა.
ამ ინციდენტთან დაკავშირებით პსჟ-ს რაიმე სახის განცხადება არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში “არსენალს” დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.