ამერიკული კონსორციუმი Underdog Global Partners-ი (UGP) „ნაპოლის“ შეძენას ცდილობს, – იტყობინება The Athletic-ი.
„ნაპოლის“ პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს კლუბის გაყიდვა არ სურდა, მაგრამ UGP ამან ვერ შეაჩერა და მოლაპარაკებები უკვე 6 თვეა მიმდინარეობს.
UGP იტალიის მესამე ლიგის „კამპობასოს“ მფლობელია და გასული წლის მაისში „ნაპოლის“ საკალათბურთო კლუბის საკონტროლო პაკეტი შეიძინა. კონსორციუმი NBA-ს ეგიდით ევროპა ლიგაზე განაცხადის შეტანას აპირებს, რომლის სტარტი 2027 წელსაა დაგეგმილი. ასეთ შემთხვევაში „ნაპოლის“ საფეხბურთო და საკალათბურთო კლუბები ერთიან მულტისპორტულ სტრუქტურაში გაერთიანდებიან.
კონსორციუმის წინადადება კლუბის ინფრასტრუქტურის აუცილებელ განვითარებას, აგრეთვე „დიეგო მარადონას“ სტადიონის პრივატიზაციას და რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.
მოლაპარაკებები რამდენიმე სადავო საკითხის გამო დროებით შეწყდა, მაგრამ UGP დე ლაურენტისთან დიალოგის განახლებას იმედოვნებს. თუ აურელიო დათანხმდება, 2 მილიარდ ევროს მიიღებს და კლუბის გარეშე დარჩება. გაუძლებს ცდუნებას?
