აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ინდოეთში ჩავიდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ინდოეთში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში რუბიო კოლკატას, ნიუ-დელის, აგრასა და ჯაიპურს ეწვევა.
რუბიო დღეს ნიუ-დელიში ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შეხვდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ინდოეთში დაგეგმილ შეხვედრებზე მარკო რუბიო ვაჭრობის, ენერგეტიკისა და თავდაცვის საკითხებს განიხილავს.




