CBS – ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განახლებისთვის ემზადება

აშშ ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განახლებისთვის ემზადება, – ინფორმაციას CBS News-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, -ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა პარასკევს ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო მოქმედებების დაწყების შესაძლებლობა განიხილეს, თუმცა ადმინისტრაციას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა და დაზვერვის წარმომადგენლებმა ხსოვნის დღესთან დაკავშირებულ უქმეებზე თავიანთი გეგმები გააუქმეს და ვაშინგტონში დარჩნენ.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მთავრობასთან დაკავშირებული გარემოებების“ გამო მიმდინარე უქმეებზე თავისი ვაჟის დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილს ვერ დაესწრება. უქმეებზე თეთრ სახლში დარჩა.

CNN-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა პარასკევს ირანთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯების შესახებ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან შეხვედრა გამართა.

ასევე, Reuters-ი წერს, რომ აშშ-სა და ირანს შორის „ომის დასრულებისა და მოლაპარაკებების პროცესში არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების მიზნით“ პარასკევს თეირანში კატარის დელეგაცია ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ